სიახლეები
6 აპრილს, ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე - ბნ. თედ ვაითსაიდი, რომელის სტუდენტებს ნატო - საქართველოს ურთიერთობის შესახებ ესაუბრა.
ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
• ნატოს შექმნის ისტორია და ძირითად ამოცანები;
• ნატოს ოფისის საქმიანობა;
• საქართველოს პერსპექტივები ნატოსთან მიმართებაში.
ლექციას დაესწრნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა.